ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა - „თავდაცვითი სისტემები საფრთხის აღსაკვეთად მოქმედებენ“

ისრაელი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს.

„თავდაცვითი სისტემები საფრთხის აღსაკვეთად მოქმედებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეეფარონ თავი სპეციალურ თავშესაფრებს და დარჩნენ იქ შემდგომ განკარგულებამდე.