„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს...“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1772296123
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დარტყმების სერია დასრულდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იერიშების ერთ-ერთი სამიზნე ქირმანშაჰის პროვინციაში განთავსებული „SA-65-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა“ იყო.
„ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებს, რათა რეჟიმს ზიანი მიაყენოს და ისრაელის შიდა ფრონტის წინაშე არსებული საფრთხეები აღმოფხვრას“, - ნათქვამია განცხადებაში.