ცნობილია, სად გაიმართება კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ - მიტროპოლიტ ილარიონის კომენტარი
1775223533
ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსა და რომის პაპს, ლეო XIV-ს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ისრაელის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე ისაუბრეს.
„პრეზიდენტმა ჰერცოგმა გაიხსენა ბოლო დროს იერუსალიმზე ირანის სარაკეტო თავდასხმები, რომლებიც ქრისტიანების, მუსლიმებისა და ებრაელებისთვის წმინდა ადგილების ტერიტორიაზე განხორციელდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის პრეზიდენტმა და რომის პაპმა განიხილეს ლიბანში არსებულ ვითარებაც, მათ შორის „საზღვრის ორივე მხარეს ქრისტიანული თემების უსაფრთხოების მნიშვნელობა“.
სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა ვატიკანმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ რომის პაპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა „დიპლომატიური დიალოგის ყველა შესაძლო არხის ხელახლა გახსნის აუცილებლობა“, რათა უზრუნველყოფილი იყოს „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა მთელ ახლო აღმოსავლეთში“.