წვიმა და ზოგან თოვლი - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
1764320968
ისრაელის არმიის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოს სამხრეთით დასახლებული პუნქტის დაბომბვას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია, სულ მცირე, 25 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედროებმა პატარა ქალაქ ბეიტ ჯინზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განახორციელეს. არაბული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
გავრცელებული ცნობით, „სირიის სამოქალაქო თავდაცვის“ ჯგუფები ადგილზე შესვლას ვერ ახერხებენ, რადგან ისრაელის სამხედროები ნებისმიერ გადაადგილებაზე რეაგირებენ. ქალაქის თავზე ისრაელის დრონები დაფრინავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედროები სირიის ქალაქში სამი ადამიანის დასაკავებლად შევიდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაკავებულია „ალ-ჯამა ალ ისლამიას“ სამი წევრი, რომლებიც დაკითხვაზე ისრაელში წაიყვანეს.