სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა

სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალ სიტყვები თქვეს.

მომდევნო პროცესი 20 იანვარს გაიმართება. სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი როგორც დაცვის, ასევე, ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს.

პირველმა ინსტანციამ დაკავებული 11 პირი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ და თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.