დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
ევროკომისიის პრესსპიკერი პაულა პინიო აცხადებს, რომ უკრაინის ლიდერი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს ამის აღიარება უჭირს.
„მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საბოლოოდ დასრულდეს ეს საშინელი ომი, მიღწეულ იქნას მშვიდობა. აშკარაა, რომ პრეზიდენტ პუტინს მისი მეზობელი ქვეყნის, უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის აღიარება უჭირს“, – განაცხადა პინიომ.
გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არალეგიტიმური უწოდა. „დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია. ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია. უკრაინის ხელმძღვანელობამ დაუშვა პრინციპული, სტრატეგიული შეცდომა, როდესაც შეეშინდა საპრეზიდენტო არჩევნებზე წასვლის, რის შემდეგაც პრეზიდენტმა დაკარგა თავისი ლეგიტიმური სტატუსი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.