უსაფრთხოა თუ არა პარაცეტამოლის გამოყენება ორსულებისთვის - მეან-გინეკოლოგის პასუხი

წამალი

იწვევს თუ არა პარაცეტამოლი აუტიზმსა და ყურადღების დეფიციტის სინდრომს და რამდენად უსაფრთხოა ორსულებისათვის ამ პრეპარატის გამოყენება - მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს:

,,კითხვა პარაცეტამოლის შესახებ ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები, ქრისტეს შობამდე, 1500 წლით ადრე იყო ცნობილი. ასპირინის მსგავსი ნივთიერება ტირიფის ხისგან გამოყვეს. შემდგომ ამას მედიცინის მამა, ჰიპოკრატე იყენებდა და 1915 წლიდან კომერციულად ხელმისაწვდომი გახდა პრეპარატი ასპირინი, რომელსაც მედიცინაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია და ბედი მეანობაშიც სცადა. გარკვეული დაავადებებისთვის, პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. სწორედ მისი უშუალო "მეგობარია" პარაცეტამოლი. ეს პრეპარატი ორსულობის დროს ტკივილის, ცხელების შემთხვევაში გამოიყენება და ის სხვა ამ ჯგუფის პრეპარატებისაგან განსხვავებით, შეუცვლელია. მაგალითად, იბუპროფენის ან სხვა პრეპარატებისაგან განსხვავებით, მისი გამოყენება შედარებით უსაფრთხოდ შეიძლება. მისი დოზირება დღეში 4 გრამს არ უნდა აჭარბებდეს. დოზირება და პრეპარატის მიღების რეჟიმი, რა თქმა უნდა, ორსულმა თავის მკურნალ ექიმთან უნდა დააზუსტოს. მისი უსაფრთხოება რამდენიმე ქვეყნისგანაა განსაზღვრული. ამ შემთხვევაში, წამყვანი ამერიკის მედიკამენტებისა და საკვების ადმინისტრაციაა"-ამბობს მეანი.