წვიმა და ზოგან თოვლი - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
1764320968
რატომ იკლებენ დღეებს არ ვიცი. 26 ოქტომბრიდან არის ეს პროტესტი, თარიღები ერევათ როგორც ჩანს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც როგორც რადიკალები აცხადებენ დაკავშირებულია იმ განცხადების წლისთავთან, რომელიც ირაკლი კობახიძემ გასულ წელს გააკეთა, „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს ოპოზიცია თარიღებში აირია.
„რატომ იკლებენ დღეებს არ ვიცი. პროტესტი დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბერს 8 საათსა და წუთებზე, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ, აქ მყოფმა რამდენიმე ელჩმა გაიგეს, რომ დამარცხდნენ პირწმინდად ქართველ ხალხთან. გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი და ამ ყველაფერს უწოდა ხან „რუსული სპეცოპერაცია“, გაყალბება, „300 ათასი ზეციური ქართველი“ და ა.შ.
26 ოქტომბრიდან არის ეს პროტესტი, რომელიც მოდის მარტივი კაპრიზიდან, რომ უმცირესობამ უნდა მართოს უმრავლესობა. რომ გარედან უნდა იმართოს საქართველო და ცალ ფეხზე მდგომები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში და არა საქართველოს ინტერესების გამტარებლები. ასე, რომ თარიღები ერევათ როგორც ჩანს.
ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გარედან მართული ტერორი იმისთვის, რომ ანტიდემოკრატიული გზებით ჩაანაცვლონ ხელისუფლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 2024 წლის 26 ივნისს ბრიუსელმა, იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების საკითხებზე.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს წერილობით აღიარა კიდეც ევროკავშირის საელჩომ.
„ის რაც შეწყდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში, ეს ერთი. მეორე, რაც ითქვა მაშინ და რაც ჩანდა 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში, ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევრობიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, რომ ევროკავშირის საკითხი გამოეყენებინა შანტაჟის იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხი და საქართველო ჰყოლოდა მუდმივი შანტაჟის ქვეშ, რომ ახლა მოლაპარაკებას გაგიხსნი ამ საკითხზე შენ თუ მარცხენა ფეხზე დადგები. მერე გაგიხსნი მეორე საკითხს თუ კი მარჯვენა ფეხზე დადგები. ასე დამამცირებელ მდგომარეობაში უნდოდათ დაეყენებინათ ქართველი ხალხი. ამიტომაც ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა სრულ მზაობას, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არა ერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო იქნება 2030 წელს ყველაზე მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის და ეს კვლავაც ასე რჩება. თუმცა ჩვენ მათხოვრობას ბრიუსელის ევრობიუროკრატიას არ დავიწყებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.