ისრაელი მასშტაბურ ხანძარს ებრძვის - ცეცხლმა, შესაძლოა, იერუსალიმს მიაღწიოს, რის გამოც ეროვნულო დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

no

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ქვეყანა ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. ცეცხლმა, შესაძლოა, იერუსალიმს მიაღწიოს, რის გამოც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული დონის საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული არიან სამხედროები. დაკვამლიანებაა იერუსალიმის მიმდებარე ავტომაგისტრალებზე, რის გამოც ასობით მძღოლის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგა.

ხანძრების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა 23 მოქალაქეს - მათგან უმეტესობას სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება. დაშავებულთა შორის ორი ორსული ქალი და ორი ჩვილია.