ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
1760646757
ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. ცაჰალის სამიზნე რადიკალთა ობიექტები და ინფრასტრუქტურა ხდება. ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ღაზის პარალელურად, სახმელეთო ოპერაცია ანკლავის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო.
ხან-იუნისის დასახლების მცხოვრებლებს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ევაკუაციისკენ უკვე მოუწოდეს.
საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებშიც. ღაზის სექტორიდან აშკელონისა და სდეროტის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლეს. ერთ-ერთმა რაკეტამ, სდეროტში სინაგოგა დააზიანა.
ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.