ავარია გურჯაანში - დაშავებულია ოთხი ადამიანი

ავარია ლენტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.

სოფელ ჩუმლაყში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების  ბრიგადებმა, დაშავებულები  გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკის მენეჯერის,  გიორგი შათირიშვილის განმარტებით, სამი პაციენტი, რომელთაგან ერთი ქალია, კლინიკაში რჩება, ერთი კი უკვე სახლში გაწერეს.

საავადმყოფოში მყოფ პირებს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვთ მიღებული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.