საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა მხარეები ზოგიერთ საკითხზე კვლავ ვერ თანხმდებიან.
„ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ზოგიერთ საკითხზე. მე ვიცი, რომ ირანელები მომდევნო რამდენიმე კვირაში დამატებითი დეტალებით უნდა დაგვიბრუნდნენ. პრეზიდენტი განაგრძობს მონიტორინგს, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ლევიტმა.
ჟურნალისტმა თეთრი სახლის პრესსპიკერს ჰკითხა, განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი ირანზე სამხედრო თავდასხმას და რამდენ ხანს მისცემს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.
„არსებობს მრავალი არგუმენტი ირანის წინააღმდეგ დარტყმისთვის. პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა ძალიან წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად გაანადგურა, თუმცა პრეზიდენტი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა – ირანთან ან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან დიპლომატია ყოველთვის მისი პირველი ვარიანტია. ირანი ძალიან ბრძენი იქნება, თუ შეთანხმებას მიაღწევს პრეზიდენტ ტრამპთან“, – განაცხადა ლევიტმა.
ამასთან, ქეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებებს ყოველთვის აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და ამ საკითხს სერიოზულად უდგება.
„პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან კონსულტაციას აწარმოებს და ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რა არის შეერთებული შტატების, ჩვენი არმიისა და ამერიკელი ხალხის ინტერესებში“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.