ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს, სულ მცირე, 16 500 ადამიანი დაიღუპა და 330 ათასი დაშავდა

ირანში საპროტესტო გამოსვლები

ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს, სულ მცირე, 16 500 ადამიანი დაიღუპა და 330 ათასი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გამოცემამ ინფორმაცია ირანის საავადმყოფოებში მომუშავე სამედიცინო მუშკებისგან მიიღო, რომლებმაც მონაცემები ქვეყანაში ფარულად შეტანილი Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალების გამოყენებით გადასცეს.

„თაიმსი“ წერს, რომ ანგარიშის თანახმად, რომელიც რვა მსხვილი ოფთალმოლოგიური საავადმყოფოსა და 16 სასწრაფო დახმარების განყოფილების სტატისტიკას ეფუძნება, დაღუპულთა რიცხვი 16 500-დან 18 000-მდე მერყეობს.

გამოცემის მტკიცებით, „თაიმსი“ ასევე დაუკავშირდა რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც ირანიდან გაქცევა მოახერხეს.

მეშჰედიდან ერთ-ერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ „პარასკევს ყველას ესროდნენ“.

გამოცემის თანახმად, აქტივისტებმა ირანში დაახლოებით 50 000-60 000 Starlink ტერმინალის შეტანა მოახერხეს, თუმცა მათი გამოყენება სასიკვდილო რისკთანაა დაკავშირებული, რადგან უსაფრთხოების ძალები რეიდებს ატარებენ თანამგზავრული ანტენების იდენტიფიცირების მიზნით.

ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლების დროს ქვეყანაში 5 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უსაფრთხოების ძალების 500 თანამშრომელი.