მინეაპოლისში დემონსტრანტების ნაწილი ეკლესიაში შეიჭრა

მინეაპოლისში დემონსტრანტების ნაწილი ეკლესიაში შეიჭრ

მინეაპოლისში მიმდინარე პროტესტის დროს, მემარცხენე დემონსტრანტთა ნაწილი კათოლიკურ ეკლესიაში შეიჭრა და იქ ღვთისმსახურების პროცესი ჩაშალა.

ინციდენტს ეხმიანება თეთრი სახლის პრესმდივანი. კეროლაინ ლევიტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ქრისტიანების შეურაცხყოფას არ დაუშვებს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

„პრეზიდენტი ტრამპი არ მოითმენს ქრისტიანების დაშინებასა და შევიწროებას მათი ღვთისმსახურების წმინდა ადგილებში. იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება ამ ამაზრზენ ინციდენტზე, რომელიც მინესოტას შტატის ეკლესიაში მოხდა“, - აღნიშნა ლევიტმა.