რა არ უნდა გააკეთოთ დღეს, 19 იანვარს - ეზოტერიკოსის გაფრთხილება
1768813831
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი როლანდ ლესკური „დიდი შვიდეულიდან“ თავის კოლეგებს მოუწოდებს, გრენლანდიასთან დაკავშირებული ვითარების განსახილველად უახლოეს დღეებში შეხვედრა გამართონ.
ლესკურის თქმით, ლიდერებმა ვაჭრობისა და სუვერენიტეტის საკითხები უნდა განიხილონ.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გრენლანდიას და დანიას. მეგობრებს შორის შანტაჟი, რა თქმა უნდა, მიუღებელია“, – განაცხადა ლესკურმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. ბრძანება 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა ძალაში. 2026 წელს საფრანგეთი „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა.