ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე ესპანეთში მომხდარ ტრაგიკულ სარკინიგზო შემთხვევასთან დაკავშირებით.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დროს საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანელ ხალხს“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი.