„ვირუსული ინფექციები შედარებით მარტივად რომ დაამარცხოთ“ - ექიმი მოსახლეობას ხალხურ რეცეპტს უზიარებს
1767972670
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. ინფორმაციას „როიტერი“ ინტერნეტის მონიტორინგის ჯგუფ NetBlocks-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები და შეტაკებები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გრძელდება.
ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციებისას დაღუპულია, სულ მცირე, 34 ადამიანი.