1784020802
ირანში განაცხადეს, რომ აშშ-ის სანქციების აღდგენის მიუხედავად, ნავთობის გაყიდვას აგრძელებენ
ირანული ნავთობის ექსპორტი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას გაუქმდა აშშ-ის მიერ ნავთობის სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან 60-დღიანი გამონაკლისი, - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა, მოჰსენ პაკნეჯადმა განაცხადა.
პაკნეჯადის თქმით, ნავთობის სამინისტრო უკვე მრავალი წელია ფლობს მექანიზმებს ამერიკული სანქციების გავლენის გასანეიტრალებლად და ირანული ნავთობის ექსპორტს პრობლემები არ შეექმნება, მიუხედავად გამონაკლისების გაუქმებისა.
აშშ-მა და ირანმა ერთმანეთზე მასშტაბური დარტყმები მას შემდეგ განაახლეს, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ ხელახლა გამოაცხადა.
საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა განაცხადა ირანის საზღვაო ბლოკადის აღდგენისა და აშშ-ის განზრახვის შესახებ - გააკონტროლოს მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის ეს საკვანძო მარშრუტი.










