1768248959
ირანში ძალოვნებსა და მოქალაქეებს შორის შეტაკებები გრძელდება, მსხვერპლის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - აშშ კი ირანში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს
ანტისამთავრობო პროტესტის მე-17 დღე ირანში. დემონსტრაციები ქვეყნის 31-ივე პროვინციის 187 ქალაქში იმართება. ქუჩებში შეტაკებებია ძალოვნებსა და მოქალაქეებს შორის. არიან დაშავებულები, მსხვერპლის რაოდენობა კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, 6000-მდე იყოს. დაკავებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი. ასევე მედიის ცნობით, ზოგიერთი დაკავებული სიკვდილით დასაჯეს. ამ ფონზე, რამდენიმე ქალაქში გაიმართა მთავრობის მხარდამჭერი დემონსტრაციებიც, რომლებსაც მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატები ირანში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს ქვეყანა სასწრაფოდ დატოვონ სახმელეთო გზით, სომხეთის ან თურქეთის გავლით, მათთვის კი, ვინც ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მოცემულია ინსტრუქცია, რომ თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს და მოიმარაგონ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები.
მსგავს მოწოდებებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ აკეთებენ სხვა ქვეყნებიც.











