საღეჭი რეზინის მოხმარებასთან დაკავშირებულმა ახალმა კვლევამ მოულოდნელი შედეგი აჩვენა
1768133610
5-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით, - ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ის რუსთავის 12-ე დაწესებულებაშია გადაყვანილი. პროკურატურამ ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა. ღარიბაშვილი აღიარებს დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს.
"შედგა საპროცესო შეთანხმება ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება და ამავდროულად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით.
ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული, სწორედ ეს გახდა საფუძველი მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების, დაეთანხმა იგი წარდგენილ პირობებს და შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი მოწმის ჩვენება, კონკრეტულ სახელს და გვარებს მე ვერ დაგისახელებთ", - აცხადებს პროკურორი ნათია თათიაშვილი.