ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1782419293
ირანმა სატვირთო გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადიოდა, ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის (UKMTO) ცნობით, გემს, რომელიც ომანის პორტ „დაჰიტიდან“ სამხრეთ-აღმოსავლეთით მიცურავდა, ჭურვი მარჯვენა მხრიდან მოხვდა. ამასთან, მედიის ცნობით გემი Ever Lovely სინგაპურის დროშის ქვეშ ცურავდა.
ინციდენტის გამო, გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ შეაჩერა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ჰორმუზის სრუტე თვეების განმავლობაში ჩარჩენილ გემებსა და მეზღვაურებს უნდა დაეტოვებინათ.
ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, არსენიო დომინგესმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, დროებით შეეჩერებინა გეგმის განხორციელება, რათა კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რომ ევაკუაციის სიაში შემავალი გემების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.