ირანმა ისრაელზე რეკეტებითა და უპილტოო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, ქალაქ ჰაიფაში დაშავებულია ორი ადამიანი

ისრაელი

ირანმა ისრაელზე რეკეტებითა და უპილტოო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა.

როგორც ისრაელში აცხადებენ, სასწრაფო დახმარების სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ჰაიფაში ერთ-ერთ დასახლებულ ადგილას რაკეტა ჩამოვარდა. დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი უკვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

„ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, გაერიდოს სახიფათო ადგილებს და დაემორჩილოს ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს“, – აცხადებენ პოლიციაში.

საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ხმა ასევე ისმის თელ ავივში. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად ადგილზე მუშაობს თავდაცვითი სისტემები.