ირანმა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქების და დასახლებების მიმართულებით, სულ მცირე, შვიდი რაკეტა გაუშვა - დაიღუპა ოთხი ადამიანი

„ცაჰალი“: ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვეს

 ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ირანმა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქების და დასახლებების მიმართულებით, სულ მცირე, შვიდი რაკეტა გაუშვა, ათობით ლოკაციაზე ჩამოვარდა კასეტური საბრძოლო მასალა. ამ დროისთვის გავრცელებული მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ადამიანი და არიან დაჭრილები.

ისლამური რესპუბლიკის თავდასხმის სამიზნე გახდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნებიც. დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა შეტევა ქუვეითზე და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე.

პარალელურად, ირანში საჰაერო კამპანიას განაგრძობს აშშ და ისრაელი. მოკავშირეებმა ბუშირისა და ყაზვინის პროვინციებში მდებარე მიწისქვეშა სარაკეტო ბაზები, თეირანისა და შირაზის სტრატეგიული აეროდრომები, ასევე, თავდაცვითი ინდუსტრიის საწარმოები და კვლევითი ცენტრები დაბომბეს.