ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ - ვის შეუძლია თანხის გატანა
1787688084
ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებები განაახლეს, რომლის მიზანია, სტრატეგიულ სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილება აღდგეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ სრუტის ნაღმებისგან გაწმენდაზე.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ირანს შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები ძირითადად შეჩერებულია, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური მცდელობები ჩიხშია შესული და სრუტეში გადაადგილება კვლავ სახიფათოა.
სამშაბათს ნავთობის ტანკერს უცნობი ჭურვი მოხვდა ომანის სანაპიროსთან, რის შედეგადაც გემი მწყობრიდან გამოვიდა.
აშშ ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს და სანქციებით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ვაჭრობას გააგრძელებენ. ამავდროულად, აშშ ახლო აღმოსავლეთში ზოგიერთი დიპლომატიური მისიისთვის პერსონალის დაბრუნებას იწყებს, რაც მედიის ცნობით, შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვაშინგტონი რეგიონში ახლო მომავალში კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების ნაკლებ რისკს ხედავს.