ირანის საგარეო უწყების სპიკერი უარყოფს ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თეირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა

ირანის დროშა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოთხშაბათს უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა.

„ალ-ჯაზირასთან“ საუბრისას, პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ აღნიშნა, რომ ტრამპის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

მანამდე, ოთხშაბათს, ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა. მანვე დასძინა, რომ ამ მოთხოვნას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, რაც ირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის.

მისივე თქმით, მანამდე აშშ ირანზე თავდასხმებს გააგრძელებს.