ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ბირთვული იარაღის ტესტირების განახლებას გმობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბეირუთში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ბირთვული იარაღის ტესტირების განახლებას გმობს.

არაღჩის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება რეგრესული და უპასუხისმგებლოა, რომელიც გლობალურ საფრთხეს ქმნის.

გამოქვეყნებულ განცხადებაში არაღჩიმ ვაშინგტონი „თავდაცვის დეპარტამენტის“ „ომის დეპარტამენტად“ გადაკეთების გამო გააკრიტიკა და აშშ-ს „ბირთვული იარაღის მქონე მოძალადე“ უწოდა.

„იგივე მოძალადე ირანის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის დემონიზაციას ახდენს და ჩვენს დაცულ ბირთვულ ობიექტებზე შემდგომი დარტყმებით იმუქრება, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.