ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა - აწყურთან ავარია მსხვერპლით დასრულდა

ყვითელი ლენტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის შესასვლელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. მოსახვევში ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ტრაილერის მძღოლი დაიღუპა.

 „სამხრეთის კარიბჭეს“ინფორმაციით, მომხდარის გამო გზაზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს–ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.