თამარ იოსელიანი: Vision Air - ის მიერ ოპერირების დაწყება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას, ასევე დადებითად აისახება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე

თამარ იოსელიანი

 ავიაკომპანია Vision Air - ი საქართველოსა და მოლდოვას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. 2 ნოემბრიდან ავიაკომპანია კიშინეუ - თბილისი - კიშინეუსსაჰაერო ხაზზე ავიარეისს შეასრულებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა, Vision Air - ის მიერ ოპერირების დაწყება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას, ასევე დადებითად აისახება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე.

„ჩვენ მივესალმებით ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ Vision Air - ი მეორე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას შორის პირდაპირ ავიარეისებსგანახორციელებს, რაც იმას მიანიშნებს, რომ იზრდება ინტერესი მოლდოვიდან საქართველოს მიმართ. ასევე აღსანიშნავია ის, რომ Vision Air - ი ეტაპობრივად გაზრდის თბილისი - კიშინეუს რეისის სიხშირეს და საბოლოოდ, საქართველოს დედაქალაქში ფრენას კვირაში სამჯერ შეასრულებს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

Vision Air - ი ეტაპობრივად გაზრდის ფრენების რაოდენობას, კერძოდ, 13 ნოემბრიდან დაამატებს მეორე სიხშირეს (ხუთშაბათი), ხოლო 16 დეკემბრიდან, ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ამჟამად კიდევ ერთი ავიაკომპანია - FLYONE ასრულებს.

„Vision Air”-ი არის მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელმაც უკრაინულ „SkyUp Airlines“-თან პარტნიორობით ოპერირება 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო.