„წვიმა, ელჭექი, თოვლი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
1775728770
ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ლიბანში „ჰეზბოლაზე“ ისრაელის თავდასხმების გაგრძელება „აშკარა საფასურს და ძლიერ პასუხს“ გამოიწვევს.
სხვა ირანელი ოფიციალური პირების მსგავსად, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ამტკიცებს, რომ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანზეც გავრცელდა, რასაც უარყოფენ როგორც ისრაელი, ასევე აშშ.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას აშკარა და მკაცრი რეაგირება მოჰყვება. დაუყოვნებლივ ჩააქრეთ ცეცხლი“, – განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა.
ღალიბაფი განიხილება, როგორც შესაძლო მომლაპარაკებელი, რომელიც შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდეს.