„წვიმა, ელჭექი, თოვლი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

წვიმა ელჭექით

10  აპრილს - პარასკევს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  წვიმა, ღამით მთაში ზოგან  თოვლი.  ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით  +4, +9°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  წვიმა, მთაში  ზოგან თოვლჭყაპი, დღისით ზოგან  ძლიერი და ნისლი. ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით  +9, +14°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +3, +8°,  ზოგან +13°-მდე; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -1, +4°, ზოგან +9°-მდე.

11  აპრილს - შაბათს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში  წვიმა, ღამით მაღალმთაში თოვლი,  ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით  +5, +10°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა,  მაღალმთაში  ზოგან თოვლი. დასავლეთის 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით  +14, +19°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +3,+8°, ზოგან +13°-მდე.