რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
1738090777
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანს ეკონომიკურ ტერორიზმში ადანაშაულებს.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ეკონომიკური ტერორიზმის ტოლფასია.
„ისინი ფაქტობრივად ნებისმიერ გემს დაემუქრნენ, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადის. აი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი გვაჩვენა, რომ ეს თამაში ორივე მხარეს შეუძლია. ირანელები ეკონომიკური ტერორიზმით თუ ცდილობენ ჩვენთვის ზიანის მიყენებას, ჩვენ ერთი მარტივი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ: ირანული გემებიც ვერსად გავლენ“, – აღნიშნა ვენსმა.