1750699583
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმა არ იყო ლეგიტიმური, რეჟიმის ცვლილება უნდა იყოს ხალხის ნების შედეგი და არა ბომბების - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა არ იყო ლეგიტიმური.
ემანუელ მაკრონის თქმით, ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება უნდა იყოს ხალხის ნების შედეგი და არა ბომბების.
„ამ დარტყმებს არ აქვს ლეგიტიმურობის ჩარჩო, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი იზიარებს იმ მიზანს, რომ ირანი არ ფლობდეს ბირთვულ იარაღს. მე მჯერა ხალხის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის… ამიტომ ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, ხალხის ადგილი დავიკავოთ მათი ლიდერების შესაცვლელად“, – ამბობს მაკრონი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.