ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ პირველი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ირანელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება

მოჯთაბა ხამენეი

ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ პირველი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ირანელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება, როგორც „ზეწოლის ინსტრუმენტი“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

მიმართვაში, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით წამყვანმა წაიკითხა, ასევე გაჟღერდა გაფრთხილება, რომ რეგიონში არსებული აშშ-ის ყველა ბაზა უნდა დაიხუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი „თავდასხმის სამიზნე გახდებიან“.

„რა თქმა უნდა, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ბერკეტი კვლავ უნდა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ხამენეიმ თავის პირველ საჯარო მიმართვაში.