ფრაზები, რომელსაც დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები ხშირად იყენებენ - შეამოწმე შენი თავი
1778705965
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ქუვეითს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირანის ოთხი მოქალაქე, რომლებიც, მისი თქმით, ქუვეითის ხელისუფლებამ სპარსეთის ყურეში დააკავა.
როგორც „სიენენი“ წერს, არაღჩის განმარტებით, ქუვეითმა „უკანონოდ გააჩერა ირანული გემი და სპარსეთის ყურეში ირანის ოთხი მოქალაქე დააკავა“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანი „იტოვებს პასუხის გაცემის უფლებას“.
ქუვეითის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 12 მაისს ხელისუფლებამ დააკავა ოთხი პირი, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი წევრები არიან და ქვეყანაში „მტრული მოქმედებების განხორციელების მიზნით“ შეღწევას ცდილობდნენ“.
ირანმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ოთხივე პირი სანაპირო დაცვის რუტინულ სამუშაოს ასრულებდა და ქუვეითის წყლებში „სანავიგაციო სისტემის გაუმართაობის“ გამო აღმოჩნდა.