ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს თუ ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მივა, ჩვენ მზად ვართ - ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს თუ ესვრის და დახოცავს, შეერთებული შტატები მათ დაეხმარება.

ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს თუ ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, რაც მათი ჩვეულებაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მივა. ჩვენ მზად ვართ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები, რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს, თეირანში მაღაზიების მეპატრონეების გაფიცვის შემდეგ დაიწყო, რომელიც მიმართული იყო ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები მოჰყვა. უცხოური მედიის ცნობით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.