ბულგარეთი ევროზონის 21-ე წევრი გახდა, ეროვნული ვალუტა ლევი ევროთი შეიცვალა

ბულგარეთი

ბულგარეთი ევროზონის 21-ე წევრი გახდა და ეროვნული ვალუტა ლევი ევროთი შეიცვალა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ბულგარეთი 2026 წლის პირველი იანვრიდან ევრო თანდათანობით ჩაანაცვლებს ლევს, როგორც ბულგარეთის ვალუტა.

ბულგარეთი, ახალი ვალუტის მიღებასთან ერთად, ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოში ადგილს მიიღებს.

ბულგარეთის ევროზონაში გაწევრიანებით, ევროპაში მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი 350 მილიონს გადააჭარბებს. ბოლო ეტაპზე ევროზონას 2023 წლის იანვარში ხორვატია შეუერთდა.

ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ევროზონის გარეთ რჩება მხოლოდ ექვსი ქვეყანა: შვედეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი და დანია.