1766524590
6 იანვარს ევროპელი და „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება - ზელენსკი
6 იანვარს ევროპელი და "მსურველთა კოალიციის" ლიდერების შეხვედრა გაიმართება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
“ვამზადებთ ფორმატებსა და მნიშვნელოვან შეხვედრებს. 15-მა ქვეყანამ დაადასტურა თავისი მონაწილეობა. 6 იანვარს, ლიდერების დონეზე შეხვედრა გაიმართება, ახლა იმისთვის ვემზადებით, რათა უზრუნველვყოთ, რომ შეხვედრა პროდუქტიული იყოს, მხარდაჭერა გაიზარდოს როგორც უსაფრთხოების გარანტიებში, ასევე სამშვიდობო შეთანხმებაში," - წერს ზელენსკი.











