შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადა „სამხედრო აგრესიად“ შეაფასა და განაცხადა, რომ თეირანი მის დასაძლევად „ყველა საშუალებას“ გამოიყენებს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბლოკადის გარღვევის მცდელობის შემთხვევაში ირანული ტანკერების ჩაძირვის მუქარა გააჟღერა.
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ბლოკადა გაეროს წესდების დარღვევად და „დანაშაულებრივ აქტად“ მოიხსენია. მისი თქმით, თეირანს თავდაცვისთვის ნებისმიერი საშუალების გამოყენების უფლება აქვს.
„ჩვენ ამ ვითარებას ნამდვილად არ შევეგუებით და აშშ-ის აგრესიასთან დასაპირისპირებლად ყველა საშუალებას გამოვიყენებთ“, - განაცხადა ბაღაიმ.
მანამდე დონალდ ტრამპმა გააფრთხილა თეირანი, რომ ირანული გემები, რომლებიც ბლოკადის გარღვევას შეეცდებიან, „ზღვის ფსკერზე აღმოჩნდებიან“.
Fox News-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ირანი ბლოკადის გარღვევას ეცდება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „იმედი მაქვს, ამას გააკეთებენ. ყველანი ზღვის ფსკერზე წავლენ, ისევე როგორც მათი დანარჩენი ფლოტი“.