ინტერპოლის თანამშრომლებად გაასაღეს თავი, კაცი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს - ოთხ ადამიანს პატიმრობა მიესაჯა

პოლიციის ლენტი

დიდ ბრიტანეთში ოთხ ადამიანს პატიმრობა მიესაჯა 2019 წელს ტომაშ სამელის გატაცებისა და გარდაცვალების საქმეზე. გამოძიების თანახმად, დამნაშავეებმა თავი ინტერპოლის თანამშრომლებად გაასაღეს, კაცი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

საქმე არალეგალური სიგარეტის დიდ პარტიას უკავშირდებოდა. 2019 წლის თებერვალში ბირმინგემში ჩატარებული რეიდისას დაახლოებით 10 მილიონი სიგარეტი ამოიღეს. კრიმინალური ჯგუფის წევრებს მიაჩნდათ, რომ ტვირთის დაკარგვაზე სამელი იყო პასუხისმგებელი.

2019 წლის 27 მარტს გატაცებული მამაკაცი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 21 ივნისს გარდაიცვალა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულში ორგანიზებული ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ. 2026 წლის 9 ოქტომბერს სასამართლომ ორ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მინიმუმ 34 და 33 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით, კიდევ ორს კი 23 და 22 წლით პატიმრობა მიესაჯა.

საქმის გახსნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო თანამშრომლობამ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა.

✕