ინგუშეთში მდინარის მიერ გატაცებულ 8 წლის გმირს ეძებენ - ამბავი, რომელმაც ათასობით ადამიანი გააერთიანა

ხიზირი

ინგუშეთში 20 ათასზე მეტი ადამიანი ეძებს მდინარის მიერ გატაცებულ 8 წლის ბიჭს.
ინგუშეთში უპრეცედენტო საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს: 20 ათასზე მეტი ადამიანი გაერთიანდა 8 წლის სკოლის მოსწავლის, ხიზირ დერბიჩევის საპოვნელად. ბიჭი მეგობრის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში გადახტა, მაშინ როცა თავად ცურვა კარგად არ იცოდა.

გადარჩენილმა ბიჭმა უფროსებს უამბო, რომ ხიზირი წყლის ძლიერმა ნაკადმა გაიტაცა.

სოციალურ ქსელებში დახმარების შესახებ გაჟღერებული მოწოდების შემდეგ, საძიებო ღონისძიებებში მთელი ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩაერთნენ გულშემატკივარი და მოხალისეები.

ხიზირს ჰყავს უმ­ცრო­სი ძმა, ხოლო დე­და­მი­სი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით მედ­დაა, ამ­ჟა­მად მე­სა­მე შვილ­ზეა ორ­სუ­ლად და შვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ელო­დე­ბა.