ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
1791974988
ინდონეზიაში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება, რის გამოც კვამლი მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა. სინგაპურში დაბინძურების მაჩვენებლებმა წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
„როიტერის“ ცნობით, კუნძულოვანი სახელმწიფოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურებამ „ძალიან მაღალ“ ზღვარს მიაღწია, რაც ჯანმრთელობის რისკებს ქმნის.
აღმოსავლეთ ტიმორის მთავრობამ განაცხადა, რომ ძლიერი დაკვამლიანების გამო 15 ოქტომბრიდან სამი დღით ქვეყანაში სასწავლო პროცესს აჩერებს.
მალაიზიაში დაკვამლიანებით გამოწვეულმა ნისლმა რესპირატორული დაავადებების მკვეთრი ზრდა და ჰაერის ხარისხის სერიოზული გაუარესება გამოიწვია, ამასთან, ქვეყნის რამდენიმე შტატში სკოლები დაიხურა.
„როიტერი“ წერს, რომ ინდონეზია ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე ინტენსიურ ხანძრებს ებრძვის, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში არსებულმა გვალვამ გამოიწვია. ცეცხლის ჩაქრობას 69 000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს.