1759002615
ინდოეთში მსახიობ ვიჯაის წინასაარჩევნო აქციაზე ჭყლეტის დროს, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა

ინდოეთში, ტამილ-ნადუს შტატში ცნობილი მსახიობის, ვიჯაის წინასაარჩევნო აქციაზე მომხდარი ჭყლეტის დროს, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა.
ვიჯაი ინდოეთში ცნობილი მსახიობია. მან გასულ წელს პოლიტიკური პარტია შექმნა და მიმდინარე თვეში საარჩევნო კამპანია დაიწყო, 2026 წლის დასაწყისში დაგეგმილი რეგიონული არჩევნების წინ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ჭყლეტის შედეგად 58 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
შემთხვევას გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.