ინდოეთში ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41 მუშის გამოყვანის ოპერაცია, სავარაუდოდ დღეს დასრულდება

მაშველები ინდოეთში

ნანგრევებში გატარებული 16 დღის შემდეგ, ინდოელი მაშველები 41 მუშას სავარაუდოდ, დღეს გამოიყვანენ. უტარახანდის შტატში, ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე ჩამონგრეულ გვირაბთან სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

მაშველების თქმით, მათ ნანგრევებში ჩახერგილ ადამიანებამდე მხოლოდ 7 მეტრი აშორებთ. მუშებთან მისასვლელად, გათხრითი სამუშაოები გრძელდება.

უტარახანდის შტატში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, საავტომობილო გვირაბის ნაწილი 12 ნოემბერს დაინგრა. ინციდენტის დროს, შიგნით 41 მუშა იმყოფებოდა. მათ ორ კვირაზე მეტია, საკვებს, სასმელ წყალსა და მედიკამენტს, სპეციალურად გაყვანილი მილების მეშვეობით აწვდიან.

ასევე ნახეთ:

„მშვენიერი ამბავი მაქვს თქვენთვის...“ - მეტეოროლოგის დამაიმედებელი პროგნოზი

"პირველად დააპატიმრეს, როცა 6 თვის ორსულმა ქმრის მკვლელი ჩაცხრილა...“ - ვინ იყო იტალიური მაფიის პირველი "ბოსი" ქალი, რომელიც 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

VIDEO: კადრები ბათუმიდან - ახალგაზრდები შტორმის დროს სასწაულებრივად გადარჩნენ