„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება გამწვავდა - BBC-ის ცნობით, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის რეგიონზე, პაკისტანის შეტევის შედეგად, დაღუპულია 3 ადამიანი.
ისლამაბადის ამ ქმედებამდე ცოტა ხნით ადრე კი ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. მომხდარის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა პუნჯაბის პროვინციაში. ამის გამო, ინდოეთმა ქვეყნის რვა აეროპორტში ფრენები გააუქმა, ფრენები შეჩერებულია პაკისტანშიც.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულ ვითარებას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებულ იერიშებს სამარცხვინო უწოდა. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი უახლოეს მომავალში დასრულდება.