ამინდი მკვეთრად იცვლება - ნახეთ განახლებული პროგნოზი
1746699950
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი აცხადებს, რომ გასულ ღამეს ქაშმირზე განხორციელებული იერიშის გამო ინდოეთს საფასურის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ მან სატელევიზიო მიმართვის დროს აღნიშნა.
„იმ აშკარა შეცდომისთვის, რაც ინდოეთმა გუშინ ღამით დაუშვა, მოუწევს საფასურის გადახდა. შესაძლოა, მათ ეგონათ, უკან დავიხევდით, მაგრამ დაავიწყდათ, რომ ეს არის ერი, რომელმაც იცის, როგორ იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.
შეჰბაზმა მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახლა საჭიროა პაკისტანელი ხალხის სიმამაცე, რადგან ისინი სიმართლისთვის იბრძვიან.
გასულ ღამეს ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 31 და დაშავდა 57 ადამიანი.