უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით აშშ-თან იშვიათი მინერალების შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 338 დეპუტატმა დაუჭირა. „ისტორიული კენჭისყრა. ეს შეთანხმება უკრაინას უფრო ძლიერს გახდის მადლობა ყველას მუშაობისთვის. ასე იქმნება ისტორია“, - დაწერა ერმაკმა.

აშშ-მა და უკრაინამ შეთანხმებას იშვიათი წიაღისეულის შესახებ 30 აპრილს ხელი მოაწერეს.