საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1746729447
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დღეს შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიზუკა ჰიდეკისთან.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრი. საუბრისას კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო პერსპექტივებს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იაპონია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ მომავალში საქართველო-იაპონიის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.