გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ყველა სამიზნე პაკისტანის ტერიტორიაზე გუშინდელი სამხედრო ოპერაციის შედეგად განადგურებულია.
მათი თქმით, გუშინ ინდოეთის სამხედრო ძალებმა პაკისტანისა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის რეგიონში განლაგებულ ცხრა სამიზნეს შეუტიეს. საჰაერო დარტყმების ხანგრძლივობა 25 წუთი იყო.
ინდური მხარის განცხადებით, სამხედრო ოპერაციისას ისინი დაზვერვის მიერ მოწოდებული სანდო ინფორმაციით ხელმძღვანელობდნენ.
ცნობისთვის, გუშინ საღამოს ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „სინდური“ დაიწყო. ოფიციალური განმარტებით, ოპერაციის მიზანია იმ ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებაა, რომლებმაც 22 აპრილს ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტული თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა.