ინდოელმა კაცმა აზიდვებში გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ინდოელი რეკორდი

ინდოელმა როჰტაშ ჩაუდჰარიმ, გინესის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან ერთ საათში თითქმის 30 კილოგრამიანი ზურგჩანთით 847 აზიდვა შეასრულა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სპორტსმენი გინესის რეკორდების წიგნში ხვდება: 2024 წელს მან 704 აზიდვა აწეული ფეხით შეასრულა.

ის ახლა ცნობილია, როგორც "ადამიანი ზამბარა" თავისი წარმოუდგენელი გამძლეობის, დისციპლინის და ყოველდღიური ვარჯიშის გამო.