ხანძარი თბილისში - ვითარება ამ წუთებში ადგილზე
1762778814
საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელს. დაცვა ნახევარ მილიონიან გირაოს ითხოვდა, თუმცა დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.
ვლადიმერ სტეფანიანს გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
5 სასტუმრო, კერძო საბაგირო, სათხილამურო ტრასა და ტობოგანი - გამოძიების ინფორმაციით, კომპანიამ ბაკურიანში ინფრასტრუქტურა განაშენიანების გეგმის და სანებართვო პირობების დარღვევით ააშენა, საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ყიდდა.
კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია 2 მილიონამდე ლარის შემოსავალზე. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სტეფანიანმა თანხის ნაწილი "ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ნაწილი კი პირად საკუთრებაში გადაიტანა და ქონებები შეიძინა.
სტეფანიანის უფლებადამცველის თამარ მერლანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განმარტა, რომ ჰქონდა გარკვეული მშენებლობის ნებართვა, თუმცა ის პროექტის დარღვევით ჩატარდა.
"სტეფანინას განმარტებული აქვს, რომ ჰქონდა გარკვეული მშენებლობის ნებართვა, რაც გულისხმობდა მიწისქვეშა 2 სართულს, მიწისზედა 2 სართულს და სხვენს. სტეფანიანს განმარტებული აქვს, რომ აღნიშნული პროექტის დარღვევით ჩაატარა მშენებლობები და ალბათ ეს იგულისხმა ბრალდების მხარემ აღიარებად. სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა და რა საკვირველია მოგებაზე იყო ორიენტირებული ნებისმიერ შემთხვევაში", - განაცხადა ადვოკატმა თამარ მერლანმა.
საქმის პროკურორის განმარტებით, ვლადიმერ სტეფანიანმა დაადასტურა, რომ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო პირობების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა.
"კრისტალ ჯგუფის" მფლობელი, ვლადიმერ სტეფანიანი ადასტურებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო პირობების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და ამის მიზანი იყო, რომ მეტი შემოსავალი მიეღო. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ერთი კორპუსიდან მიღებული შემოსავალი და ლეგალიზებული თანხების რაოდენობა აღემატება 1 890 000 ლარს. უკანონო შემოსავლის მიღება ხორციელდებოდა სისტემატურად და ჯამში, შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით აშენებულია 5 კორპუსი", - განაცხადა პროკურორმა.